0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუფე იაკობი - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე.

„ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე და რუსულ სიტყვას ვიტყვი - „ურა პატრიოტი" იყო. ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ სადმე ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ. რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს - ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ა.შ. - ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები