0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლიბერთი ბანკიდან" თანამშრომლებმა 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

"ბათუმელების" ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. 

გამოცემა წერს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

„ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა უთხრა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე, გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. 

არსებული ცნობებით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. თუმცა საქმის მასალებში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, ამის შესახებ არაფერი წერია.

ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები