1 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ეს ლაშა არღვლიანია, რომელიც საკუთარმა ძმამ შელაპარაკების დროს ცივი იარაღით მოკლა

მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა.  ლაშა არღვლიანი საკუთარმა ძმამ შელაპარაკების დროს ცივი იარაღით  მოკლა.  შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი პედაგოგი იყო. როგორც itv.ge-ს ოჯახის ნათესავმა განუცხადა, ძმები ხშირად ჩხუბობდნენ, თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ რომ ერთი მეორეს სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

"ალბათ გული უნდა გამისკდეს, ისეთი ტკივილი ხაარ,"- წერენ სოციალურ ქსელში. 
დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები