0 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სიახლე ჩვენიანებს - ლიბერთის აქცია იპოთეკურ სესხზე

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს,  რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას.

 

განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 13.28 %-დან.

 

„ლიბერთი, კამპანია  #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ  პირობებს სთავაზობს  მათ, ვინც პირველად აპირებს უძრავი ქონების შეძენას. ასევე, განახლებულ პირობებს ვთავაზობთ მათ, ვინც სხვა ბანკების მომხმარებლები არიან,  იპოთეკური სესხის გადმოტანას შეძლებენ და  ასე ვთქვათ -ჩვენიანები  გახდებიან.

 

ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა  #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება 

და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს და პროდუქტებს ეტაპობრივად შესთავაზებს.“ -  დავით სულუაშვილილიბერთის საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები