0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"ლიბერთის" და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს

„ლიბერთი “უკვე ერთი წელია რაც "მთიელი წიგნები"-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან   თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში  კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.

 

პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.

 

"ლიბერთის" ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი  საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა.  პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რიგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.

 

"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთელი წლის განმავლობაში, „მთიელი წიგნების“ გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან  რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ  ემოციებს.  წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება   უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ.  ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.

 

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული  პროექტი ბევრად  მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს.  ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს“,- განაცხადა გიორგი კივილაძემ, „მთიელი წიგნების“ იდეის ავტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები