0 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საქართველოში გლოვის დღეა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ერთად ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს.

24 ნოემბერს სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 11 მოქალაქე დაიღუპა, აქედან საქართველოს 10, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი მომხდარიდან რამდენიმე წუთში გადააკვვალიფიცირა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები