0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

“ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო”- მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

„მინდა, მოგმართოთ ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც ჩემს მსგავსად აღმოჩნდით უცხოეთში. ახლა ჩვენი სამშობლო, საქართველო არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. 
ივანიშვილმა ფაქტობრივ საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენა მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში და თუ ღმერთმა არ ქნას ამ კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს ძალიან გაუადვილებს ჩვენს მტერს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებით დაკანონებას და ასევე გაამტყუნებს საქართველოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც იძიებს 2008 წლის ამბებს. იმ ნეგატივის ფონზე, რაც დაგროვდა ბოლო წლებში, ეს იქნება საბოლოო და სასიკვდილო დარტყმა საქართველოსთვის. 

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევაჩეროთ ივანიშვილი და ზურაბიშვილი. მე მინდა, გთხოვოთ ყველანაირი დახმარება. მინდა გთხოვოთ, დაელაპარაკოთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს საქართველოში. მინდა, გთხოვოთ ასევე ფინანსური დახმარება, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია. შევეწიოთ ერთადერთ კანდიდატს, ვისაც შეუძლია ივანიშვილის და ზურაბიშვილის დამარცხება, გრიგოლ ვაშაძეს, ზოგს 10 ევრო შეუძლია, ზოგს 1000 და მეტი. 

ეს ახლა იქნება გადამწყვეტი, ივანიშვილს აქვს ბევრი ფული, სატელიტ ოპოზიციურ კანდიდატებს აქვთ ბევრი ფული ივანიშვილთან შეთანხმებით და ვაშაძეს ჭირდება თქვენი დახმარება. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სახალხო კანდიდატი. მისი გამარჯვება ასევე ნიშნავს იმას, რომ მე და თქვენ მოგვეცემა საშუალება დავბრუნდეთ ჩვენ ქვეყანაში, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული წინსვლა.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები