0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 62% ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატის დასახელებას ემხრობა

უნდა ჰყავდეს თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატი - ეს კითხვა NDI-მ მის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2 ათას 500-მდე რესპონდენტს დაუსვა. გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა მონაწილეობდეს. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი, 62%-მა გასცა, 15%-ს მიაჩნია, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს. კვლევაში მონაწილეობდნენ ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც აღნიშნულ საკითხზე ზუსტი პასუხი არ აქვთ, შესაბამისად გამოკითხულთა 12%-მა არ იცის ოპოზიცია არჩევნებში საკუთარი კანდიდატით უნდა ჩაერთოს, თუ საერთო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ. შეკითხვაზე პასუხი რესპონდენტების 2%-მა არ გასცა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები