0 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში თიბისიმ განათლების სივრცე გახსნა

თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.

პირველი განათლების სივრცე ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიხსნა.

 

განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. სივრცე ითვალისწინებს მოდულარული მოწყობის პრინციპებს და მორგებადია სხვადასხვა აქტიოვეობაზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა. 

 

მოსწავლეები დამატებით შეძლებენ სივრცე სამეცადინოდ გამოიყენონ და ამასთანავე გაეცნონ მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას როგორც სივრცეში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, ისე „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. 

 

თიბისის განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები