არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
|
თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.
პუბლიკაციში - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციური გავლენაა განიხილული.
საქართველოსთვის ევროკავშირი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
პუბლიკაციაში განხილული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთ-ერთია ბულგარეთის მაგალითი. ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - 2000-2006 წლებში, ევროკავშირში ექსპორტის წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს კი - 60%. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.
შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა - ოთარ ნადარაიამ, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მიმოიხილა.
ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.
საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.
უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მომგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.
ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებაში უფრო მყარ ევროზე თანხმდება.
საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია.
პუბლიკაციაში, საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიცაა განხილული. მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ისრაელის წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით - 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია. ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით ისრაელის მოქალაქეების მიერ საბარათე გადახდებისა და ისრაელიდან გზავნილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გზავნილებზე ნეგატიური გავლენა არ იკვეთება და ტურიზმის შემცირებასთან ერთად, ისრაელიდან პოზიტიური მიგრაციის ეფექტიც ჩანს.
„ამერიკის სავაჭრო პალატისა და თიბისის ერთობლივი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა. 2022-ის ბოლოსაც შევაჯამეთ წელი. წელს პალატის წევრებს მეორედ შევხვდით და მაკროსექტორული შეჯამება და სამომავლო პროგნოზები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტები მიიღონ. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინი და ხედვა ჰქონდეს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, თიბისი კაპიტალმა, როგორც ქართული ბიზნესების სტრატეგიულმა მრჩეველმა, პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააანალიზა პრაქტიკაში რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. AmCham-თან ერთად, თიბისი იქნება ბიზნესების მხარდამჭერი საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცანოთ ბმულზე.
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები