0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"83 წლის ადამიანს ასე რომ მოექცევი, არაა საამაყო" - იოსელიანი ყორშიას სიუჟეტს აკრიტიკებს

 

"83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", - წერს იოსელიანი Facebook-ზე.

მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მეტრეველმა ყორშიას უპასუხა, რომ აკადემია "სრულფასოვნად უჭერს" მხარს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას და უთხრა, რომ "ეს მოხერხდება". ყორშიას მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირას 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, "საჭირო იყო საქმისთვის".

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები