0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიული ალასანია ფარულ ჩანაწერზე - არანაირად არ ვადასტურებ - არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე

არც მომისმენია, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც რომ ყოფილიყო, რატომ დღეს? - რამდენადაც მითხრეს, 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

გიული ალასანია გავრცელებულ ჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

„საერთოდ არ მინდა პასუხი ამაზე, ეს საკითხი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ გამორიცხულია, მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე ნუ იტყვი ლამის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი?! 

მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას, მე მაქვს სრულიად სხვა აქტუალური საკითხები. არანაირად არ ვადასტურებ. მე რამდენადაც მითხრეს 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! მე არ ვიცი ვისი გამოქვეყნებულია, მაგრამ "რუსთავი 2"-ს უჩვენებია. ვის უნდა ვუკავშირებდე? ეს თემა მე ამოვწურე. არც მომისმენია, არც მინდა, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც, რომ ყოფილიყო, რატომ დღეს?

ვინ არის გიორგი გახარია? საერთოდ არ მახსოვს. თქვენ რას მეკითხებით, მე არ მომისმენია, არ ვიცი მსგავსი არაფერი არ მახსოვს, რაც მომიყევით. მე იცით ყველაზე მეტად რა მაკვირვებს ამ ისტორიაში? ეს ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, არ მოსწრებიან იმ რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისურზე გადაერთნენ, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ ეს რუსეთი?“ - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, ძალიან რთული მდგომარეობაა. მაქსიმალურად უნდათ გაწელონ პროცესი, რომ ამასობაში როგორმე აღარ იყოს ჩემი შვილი. ძალიან დადებითად შევაფასებ ამერიკელი ექსპერტის გუშინ მიცემულ ჩვენებას, არა მარტო გუშინდელი, არამედ ყველა ვინც გამოვიდა ესენი არიან უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ჩემი აზრი ასეთია“,-აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები