0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. 

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. მისი თქმით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები