0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკულ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა და კაპიტანი სასწრაფო დახმარებას ითხოვს

  ამერიკული საზღვაო ძალების ავიამზიდის, „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა ფლოტის სარდლობას თხოვნით მიმართა კორონავირუსით ინფიცირებულ მეზღვაურთა გადასარჩენად გაატარონ შესაბამისი სამაშველო ოპერაციები.

 

 ხომალდი წყნარი ოკეანის წყლებში იმყოფებოდა, როდესაც ფლოტმა დაადასტურა კოვიდ 19-ის დააინფიცირების პირველი შემთხვევა 1 კვირის წინ. კაპიტანმა ბრეტ კროზიერმა ფლოტისთვის მიწერილ 4 გვერდიან წერილში განაცხადა, რომ გემზე მძიმე სიტუაციაა, რადგან მეზღვაურები დაძაბულები არიან ხომალდზე გავრცელებული ვირუსის გამო. მისი თქმით, უკვე რამდენიმე მათგანს აღმოაჩნდა კორონავირუსი.

 

 კროზიერმა აღნიშნა, რომ ავიამზიდზე ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება საკარანტინო და საიზოლაციო სივრცეები და სამკურნალო მოწყობილობები. იგი წერილში დაუყოვნებლივ ითხოვს არმიისგან მოქმედებას, რათა 4000-მდე მეზღვაური, ხომალდის ეკიპაჟთან და საგემბანო ავიაციის პილოტებთან ერთად გაიყვანონ საშიში ზონიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები