0 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიის“ ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა

·         პროექტი შპსტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება

„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ოქტომბრიდან მსმენელთა მიღებას აცხადებს. სასწავლო პროცესი ორივე ფილიალში ნოემბრიდან დაიწყება. ახალ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 პროგრამის წარმართვაზე მოიპოვა უფლება, კერძოდ, ბათუმის ფილიალისთვის - 6-ზე, ხოლო ფოთისთვის 8-ზე. აკადემიამ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება ფილიალებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიისხარისხის მართვის მენეჯერი:თეგეტა აკადემიამწინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.

აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისმხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამ მიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში აკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე“.

წელს მიღება ბათუმში პროფესიული მომზადების 3 პროგრამაზე გამოცხადდა: მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი; მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი; სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება. რაც შეეხება ფოთის ფილიალს, აქ მსმენელებს სწავლის დაწყება წელს ორ პროგრამაზე - პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (მომზადება) და პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (გადამზადება) - შეეძლებათ. სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება

პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ფოთში ახალი ფილიალი გახსნა, ხოლო ბათუმში უკვე არსებული განავითარა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიისრეგიონული მენეჯერი:იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორის საჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვე ითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორი კომპანიის - ფოთში, შპსტრანსფორდისდა ბათუმში, „თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანიისთეგეტა მოტორსისგარემოში, მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკული უნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით თეგეტა აკადემია ძალიან მალე საკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულ განათლებაში!“

პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

--

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

თეგეტა აკადემიაკომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები