0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, ევროკომისიას სურს საექსპორტო შეზღუდვების შემოღება ორმაგი დანიშნულების საქონელზე - “საკვანძო ქიმიურ ნივთიერებებზე, ნეიროპარალიტიკურ ნივთიერებებზე, ელექტრონიკასა და IT-კომპონენტებზე”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები