0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წულუკიანს სასამართლო სამსახურიდან გათავისუფლებულმა გუგა გოგაძემ მოუგო

წულუკიანის მხრიდან ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა გუგა გოგაძემ, ამ წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. მის ინტერესებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.

"სააპელაციომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები