0 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“დაათრევენ ჩეჩენ ტერორისტებში ჩემ სქრინებს – მაგინებენ და მემუქრებიან…”- ჟურნალისტს ჩეჩნები ღიად ემუქრებიან

“ექსპრესნიუსის” რედაქტორი, ირაკლი მანაგაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სქრინებს და წერს:

“ძვირფასო მეგობრებო არ მოგაწყენდით თავს, რამდენიმე მეგობარს პირადში რომ არ ჩაეგდო, სქრინები. ნუ ზაქარეიშვილი რომ ავადმყოფია და სისხლის სამართლის დამნაშავე, ეს გასაგებია. კადიროვს გვიგინებს მანაგაძეო და დაათრევს ჩეჩენ ტერორისტებში ჩემს სქრინებს. ნუ ცხადია მაგინებენ, მემუქრებიან, მლანძღავენ.

რაც შეეხება ბებერ ტერორისტ ხანგოშვილს, ის წარმატების თანამშრომლობდა კადიროვის სპეცსამსახურებთან და საქართველოს მუდამ ღიად მტრობდა.

იყო ტერორისტების გიდი შევარდნაძის დროს პანკისის ხეობაში, სააკაშვილის შსს ალაგებდა ამასთან ადგილობრივი ტერორისტების საკითხს, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ამ ტერორისტის ციხეში ჩაყუდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ვერ გეტყვით, რომ საფრთხეს ვგრძნობ, ჩეჩენი ტერორისტებისგან, უფრო მაინტერესებს რა თანამშრომლობა გაქვთ ასეთი, ხანგოშვილთან და კრიმინალ ზაქარეიშვილთან ხელს რომ ვერ კიდებთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia ქვეყანაში, ჟურნალისტებს ღიად ემუქრებიან, ქილერებს უგზავნიან და თქვენ გძინავთ ღრმა ძილით, პაპუა ახალ გვინიასაც არავინ გაუბედავდა ამას.

ცალკე კიდევ ქართული ოცნება / Georgian Dream -ს საკრებულოს წევრი, თბილისის საკრებულოში, აი Irina Gaprindashvili მამაშენს, რომ მტერი უწოდა, ახლა მე მომადგა. ხელისუფლებას მივმართავ, შეაჩერეთ პუტინის და კადიროვის ღია აგენტურა, ტერორისტები ქვეყანაში სანამ ქვეყნისგან არაფერი დარჩა. მადლობა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები