0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს - მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები.

„ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: თურქეთის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1981 წელს დაბადებული ი.ი., ინდოეთის მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.ი., ნიგერიის მოქალაქეები - 1995 წელს დაბადებული ბ.ი. და 2002 წელს დაბადებული დ.ი., და რუსეთის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ე.გ.

ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 2000 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.გ., 2000 წელს დაბადებული ე.ზ., 1973 წელს დაბადებული ლ.თ., 1994 წელს დაბადებული ა.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ჩ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1992 წელს დაბადებული ე.მ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1988 წელს დაბადებული ი.გ., 2007 წელს დაბადებული რ.ს., 1978 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული რ.მ., 1956 წელს დაბადებული რ.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ა., წარსულში ნასამართლევი პირები - 1966 წელს დაბადებული გ.ჭ., 1974 წელს დაბადებული ი.ჯ., 1974 წელს დაბადებული ზ.ხ., 1970 წელს დაბადებული მ.გ., 1970 წელს დაბადებული ა.ტ., 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული თ.ბ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ი., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1978 წელს დაბადებული ლ.ი., 2002 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ნ.გ. და 1977 წელს დაბადებული დ.კ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული თ.კ., 1995 წელს დაბადებულ ჯ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ბ., უკრაინის მოქალაქეები - 1973 წელს დაბადებული მ.ბ., 1978 წელს დაბადებული მ.დ. და 1979 წელს დაბადებული ე.ჩ., გერმანიის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ტ.დ., თურქეთის მოქალაქეები - 1989 წელს დაბადებული ო.ქ., 1980 წელს დაბადებული ო.ბ., 1979 წელს დაბადებული ქ.დ. და 1991 წელს დაბადებული ე.ქ. ასევე, ირანის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული გ.ი., და წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1992 წელს დაბადებული დ.ლ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ვ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული.

ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემდგომში რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები