0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს - მედიის პროტესტი

ოთხი ტელეკომპანია: "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.

ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები და ოპერატორები არც მიმდინარე გადაღებებზე წავლენ. 

ამ გზით გრძელდება მედიის პროტესტი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი "TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მედიის წარმომადგენლების შეფასებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ჟურნალისტების და ოპერატორების უსაფრთხოება, ვერ უზრუნველყო მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ამიტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელური უნდა გადადგნენ და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

შეგახსენებთ: "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს. ოპერატორებმა მის საცხოვრებელ სახლთან დახრილი "კამერების კორიდორი" მოაწყვეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები