1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გიორგი გახარიასგან პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ იყო საჭირო 12 მაისს ამდენი ადამიანის უფლების დარღვევა”- ელენე ხოშტარია

  „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლიდან ბევრ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი, მათ შორის, რატომ გახდა 12 მაისს ადამიანების უფლებების დარღვევა საჭირო.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები მთავარ კითხვებზე. ჩვენ კითხვები არ გვაქვს და საზოგადოებას პრეტენზია არ აქვს იმაზე, რატომ იბრძვის პოლიცია ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ. პირიქით, პრეტენზია და მოთხოვნა გვაქვს, რომ ამას ებრძოლონ ეფექტურად.

პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ იყო საჭირო უშუალოდ 12 მაისს ამდენი ადამიანის უფლების დარღვევა. არა მხოლოდ იქ მყოფის, არამედ გარეთ 70–80 ადამიანის, რომელიც მერე იყო დაკავებული. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. აბსოლუტურად ზედაპირული დამოკიდებულება არის ძალის პროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით. 

საერთოდ არ აღიარებს რაიმე შეცდომას. რაც მთავარია, საერთოდ ხსენებული არ ყოფილა ფაშისტების თარეში ქვეყანაში. ეს არის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის ქვეყანაში, რომ ჩვენს ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც არბევენ და ემუქრებიან ადამიანებს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები