2 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა - Volvo უპილოტო ავტომობილების წარმოებას იწყებს

   მას შემდეგ, რაც Volvo-მ გაავრცელა განცხადება, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს გამოწვევას შეეცდება, ავტომწარმოებელი მორიგ სვლას აკეთებს და უპილოტო ავტომობილთა ბრძოლაში ერთვება. 

შვედური საავტომობილო გიგანტი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან. 

პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციონირებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც Volvo-მ პარტნიორობა ახალი სახელით Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად Volvo-სთვის იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც Autoliv-ი შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება. 

უპილოტო ავტომობილთა სულ უფრო მზარდმა ინდუსტრიამ — რომელსაც აქვს პოტენციალი საავტომობილო გზები სწრაფი და უსაფრთხო გახადოს — კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე წაახალისა ავტომწარმოებელთა და კომპიუტერულ ბაზარზე, რათა ამ ტექნოლოგიის საკუთარი ვარიანტები აწარმოონ. მათ შორის აღმოჩნდა Volvo-ც — კომპანია დიდი სახელითა და დიდი ფულით.  

მომავლის ტრანსპორტის მარათონში ასევე ჩართულნი არიან Tesla, რომელიც ამ ტექნოლოგიებში უპირობო ლიდერია, Google-ი და ახლა უკვე Volvo-ც.

აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე ასევე შედის Ford-ი, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა. 

ფაქტია, რომ ავტომწარმოებლებს შორის ამ სეგმენტში სასტიკი კონკურენცია იწყება, კონკურენცია კი როგორც წესი, ყოველთვის ასაზრდოებს ინოვაციებს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები