თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC საქმიანობის გაფართოების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით ახალ პარტნიორებს იზიდავს.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით კლინიკის შეძენა და გარემონტება. დღეს კი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან. აღნიშნული ქვეყნებიდან კომპანიები პაციენტებს ამისამართებენ ჩვენს კლინიკაში, რომლებსაც გამოკვლევები და მოთხოვნის შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლინიკებთან და სამედიცინო ტურიზმის კომპანიებთან სამომავლო გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. კომპანიის გაზრდილი შემოსავლების საფუძველზე კი შიდა ფონდის საშუალებით უფრო მეტ ქართველ პაციენტს ვეხმარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დამფუძნებელმა და კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ.
„მოხარული ვართ, რომ გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თავდაპირველად, ჩვენი მხარდაჭერით კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც პირველი კონტრაქტი იყო მათთვის. ამან კი დიდი წარმატება და სარგებელი მოუტანა კლინიკას. პროექტის ჯამური ღირებულება 780 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 600 000 ევროა. ასევე, EBRD პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი, რომლის ოდენობაც 350 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია ახალი კლინიკისთვის სამედიცინო ტექნიკისა და ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრი აქტიურად არის ჩართული სფეროს განვითარებაში. GGRC-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ კლინიკებში ხშირად ტარდება უფასო კონსულტაციები, სემინარები და კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბის. კლინიკა სამომავლოდ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. დღეის მონაცემებით რეპროდუქციულ ცენტრს ორმოცდაათი თანამშრომელი ჰყავს და დამატებით კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები