1 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები.. გულგრილი ვერ დავრჩები.. დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია…”

სოციალურ ქსელში, ვრცელდება წერილი, რომელიც შირვან ალიევმა რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა..

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს – ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჯამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედა სამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედა სამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალ-ათასიანი აზრბაიჯანელის დასაცავიცაა, დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი მოხდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, რომ მე მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნის და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა როგორც იტყვიან „სამართალმა პური ჭამოს“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები