0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი „ვოლვო“ XC60 Google-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია

შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის ქროსოვერი - XC60 Google-ის სპეციალური სისტემით უკვე ქართულ ბაზარზეა. ახალი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია ხელმისაწვდომი.

ახალი „ვოლვოს“ მფლობელებს, Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით, საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მიუხედავად იმ შეფერხებისა, რაც პანდემიამ ავტოინდუსტრიაში შექმნა, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით და შვედური ბრენდის უახლესი მოდელები ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ. ახალი მოდელი, XC60ავტომფლობელებს Google-ის სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს, რაც მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარს  ვოლვოს უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომობილები შევთავაზოთ“.

სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის ახალი მოდელი სამი ტიპის კომპლექტაციით არის წარმოდგენილი: Inscription, R-Design და Momentum.კომპლექტაციებს შორის სხვაობა ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალებში გამოიხატება.  

„ვოლვოს“ ახალი ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და  მძღოლის დამხმარე სისტემებით. XC60 თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომო წყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა. 

XC60 ვოლვოს საშუალო ზომი SUV-ია, რომელიც,მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე,საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა და საქართველოში „ვოლვოს“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი მოდელების 360გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვოქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათშორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმი სგარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარსაქართველო“ უზრუნველყოფს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები