0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ხობში, თიბისის მხარდაჭერით, საწარმო - „ბლუ ბერდ ბერიზ“ ამოქმედდა

თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოში, ქალაქ ხობში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო - შპს "ბლუ ბერდ ბერიზ" ამოქმედდა.

 

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოწყობა ჯამში 2,3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,4 მილიონი ლარია.

 

საწარმოში ამ ეტაპზე 25-ზე მეტი  ადგილობრივია დასაქმებული და მასში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. ამასთანავე, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ საწარმოში მოცვის წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შენახვის მომსახურებით ისარგებლონ.

 

პროგრამის - „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის კულტურა სამეგრელოში 1,300 ჰა ფართობზეა გაშენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები