0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა- ზე გაშენდა

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს.

 

„ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 წლის შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ ის  15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით  ვფლობთ 2 ჰა- მოცულობის  აუთვისებელ მიწას და გვინდა ეს ტერიტორიაც სამომავლოდ კვლავ მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ირაკლი კარსანიძე.

 

„კენკროვანი კულტურები კერძოდ კი, მოცვი საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში. ის  აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები