0 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შარქ თენქ საქართველო“ - 26 დაფინანსებული მონაწილე და 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, უკვე მეორე სეზონია საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორია. წელს პირველად დაიდო ორი საერთაშორისო სტანდარტის გარიგება, დაფინანსდა პროექტის 12 მონაწილე და  1.5 მლნ ლარის მოცულობის ახალი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ორი სეზონის განმავლობაში კი, უკვე დაფინსდა 26 მონაწილე და განხორცილდა 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში. 

 

 „წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ქართულ ინდუსტრიაში ინვესტირების წარმატებული პლატფორმა შევქმენით, ჯამში 3 მილიონი ლარის დაფინანსება გაიცა, რაც არა პროცესის დასასრული, არამედ დასაწყისია, ეს ინვესტიცია ნიშნავს განხორციელებულ იდეებს, წარმოების პროცესის გაფართოებას და დასაქმების ადგილების შექმნას. ეს შესაძლებლობა  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, საზოგადოებისთვის დაბრუნებული სარგებელია“,-განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა, მხარი დაუჭიროს ისეთ  პროექტებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, დაიჯეროს საკუთაირ იდეის, არ გაჩერდეს და მოიპოვოს დაფინანსება ახალი იდეის განხორცელებისთვის თუ უკვე არსებული ბიზნესი განვითარებისთვის.  „შარქ თენქ საქართველო“ არის პირველი არხის მიერ შექმნილი ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, და მთელ ამ პროცესს მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ბანკი უკვე ორი სეზონია ამ პროექტის გენერალური პარტნიორია. ჩვენ არ ვჩერდებით  და ვაგრძელებთ ქართული ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

გადაცემის „შარქ თენქ საქართველო“ ეპიზოდები  ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. 

 

„შარქ თენქ საქართველო“, SONY Pictures ის პოპულარული სატელევიზიო რეალითი შოუა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და „სტენლი შოუ“ მაყურებელს 2021 წლიდან სთავაზობს. პროექტის  გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. შოუს ორი სეზონის ფარგლებში, ჯამში 26 მონაწილე დაფინანსდა და ქართულ ბიზნესში  3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები