0 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Agro Management Group- მა ლაგოდეხში თხილის ბიზნესი გააფართოვა

 

საქართველოს ბანკი, როგორც  ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ბანკთან პარტნიორობით Agri Management Group-მა ლაგოდეხში თხილის სასაწყობე და საშრობი  საწარმო (ცენტრი) შეიძინა და ამით თხილის ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვა. ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში 24 ტონა თხილის გაშრობა არის შესაძლებელი, ხოლო უშუალოდ საწყობის ტევადობა  400-500 ტონაა. თხილის ცენტრი  კახელ ფერმერებს მოსავლის შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რომელიც მოიცავს თხილის გაწმენდას (მწვანე მასისგან, ფუჩეჩისგან გაცლა), გაშრობას და შენახვას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. პროექტის საწყისი ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა საქართველოს ბანკის მიერ.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ პარტნიორთან ერთად კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ. ეს ჩვენი უკვე რიგით მეორე თხილის ცენტრია, რომლითაც მთლიანად მოვიცვით კახეთის ორი დიდი რეგიონი. პირველი ცენტრი მდებარეობს ყვარელში და მისი მშენებლობის ჯამური ინვესტიცია 500 000 აშშ დოლარია, ის ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია საქართველოში. აღსანიშნავია, სოფლის განვითარების სააგენტოს, USAID-ის და კომპანია „ფერეროს“ დიდი როლი ამ ცენტრის შექმნაში.  ახლა კი მეორე ობიექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ლაგოდეხშიც შევიძინეთ. ამ ახალი ცენტრით ჩვენ შევძლებთ ვუზრუნველვყოთ თხილის ისეთი ხარისხის მდგრადობა, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის თხილს, როგორც ქართულ ენდემურ, ასევე ევროპულ ჯიშებს. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ კომპანია „ფერერო“-სთან, რომელიც ჩვენი თხილის ცენტრებში გასუფთავებული, გაშრობილი და დასაწყობებული თხილის ძირითადი შემსყიდველია. ამ ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, დაგვიგროვდა საკმარისი გამოცდილება თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ფერმერს, მოიყვანოს და აწარმოოს უმაღლესი ხარისხის თხილი. გვჯერა, ამით მათ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მოახდინონ ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია“,- განაცხადა დიმიტრი ალექსიძემ, კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.

 

„გვეამაყება რომ, მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო კიდევ ერთი, მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის. Agri Management Group- თან ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს კომპანია არის საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც პროდუქტის რეალიზაციას ახდენს „აგრიჯორჯიაზე“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა საქართველოში.

კომპანია ფლობს 75 ჰექტარ თხილის ბაღს სოფელ ენისელში, ასევე 40 ჰა-ს ნეკრესში. ახლა უკვე აქვს ორი თხილის ცენტრი, რითიც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს თხილის, როგორც დიდი აგროპოტენციალის მქონე ბიზნესისა და ასევე, კახელი ფერმერის გაძლიერებაში. კომპანია არ ჩერდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხსნის ახალ ობიექტებს და ჩვენც გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატებები სამომავლო განვითარების გეგმებში“,- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები