1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმომ წარმოება გაზარდა

საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო საქმიანობას ავითარებს. ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის საწარმოს ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ, მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილების ასორტიმენტს და სხვა“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სოფიკო თავაძე.

კომპანია ბაზარზე 1,5 წელია ოპერირებს. საწარმოს ყოველთვიური რეალიზაციის მოცულობა  8,000-ს უტოლდება.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ბელგიაში აღნიშნული მიმართულებით შეძენილი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო შოკოლადის საწარმოში მიღებული გამოცდილება ქართველ მომხმარებელს გავუზიარო; გვსურს, მაღალ ხარისხიანი, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული შოკოლადი კიდევ მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეტად გავაფართოვოთ წარმოება და შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი“, - დასძენს კომპანიის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები