1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბილაინი აბონენტებს „ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის განახლებულ პაკეტებს სთავაზობს

„ინტერნეტ პრემიუმი“-ს აქტივაციისას, აბონენტი იხდის ერთხელ და სარგებლობს მომსახურებით  90 დღე.

 

თბილისი, 3 მაისი, 2022 –  საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი, აბონენტებს „ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის განახლებულ და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პაკეტებს სთავაზობს. ხსენებული პაკეტების აქტივაციისას  აბონენტი ერთჯერადად იხდის საფასურს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველთვე ავტომატურად ერიცხება პაკეტის შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. „ინტერნეტ პრემიუმის“ მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში ასევე შეუძლია ისარგებლოს ღამის ულიმიტო ინტერნეტით და საჩუქრად იღებს Stingray Music -ს.

 

განახლებული ინტერნეტ პრემიუმ პაკეტები:

 

·         Stingray Music + 30 GB + მეტი ინტერნეტი ღამით, ₾15

·         Stingray Music + 90 GB + მეტი ინტერნეტი ღამით, ₾30

·         Stingray Music + 300 GB + მეტი ინტერნეტი ღამით, ₾50

·         პრემიუმ მიქსი: Stingray Music + 90 GB + ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან + ულიმიტო SMS, ₾40

·         მხოლოდ MyBeeline აპლიკაციიდან: Stingray Music + 450 GB + მეტი ინტერნეტი ღამით, ₾45

 

„ინტერნეტ პრემიუმი“ პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია USSD კოდით, MyBeeline App-ით და ბილაინის ვებგვერდიდან.

 

მუსიკალური პლატფორმა Stingray Music -ი, 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, მუდმივად განახლებად ფლეილისტს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირზე დაყრდნობით, ყოველდღიურად იქმნება. ამრიგად, მსმენელს არ უწევს უამრავი დროის ხარჯვა ფლეილისთების შექმნაზე, რადგანაც აპლიკაცია მომხმარებლის განწყობისა და გემოვნების მიხედვით ურჩევს მუსიკას. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია: Play Store - დან და App Store* - დან.

 

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რომ რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა მიცეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

 

*აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები