„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
თიბისის სერვისებით სარგებლობა აქ.ახლა უკვე Glovo-ს აპლიკაციაშია შესაძლებელი, რაც იმას გულისხმობს, რომ თიბისის პროდუქტები Glovo-ს მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
Glovo App-ში ჩაშენებული TBC Services-ის კუთხე მოიცავს სხვადასხვა სივრცეს:
1. თიბისი ნაკრები
2. თიბისი კონცეპტი
3. თიბისი კრედიტი
თითოეული სივრცე ემსახურება ბარათისა და საბარათე ნაკრებების გააქტიურებას. ყოველ მათგანს თან ახლავს მომსახურების პირობები: ლიმიტი, მოქმედების ვადა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.
„თიბისის სერვისების ინტეგრირება Glovo-ს აპლიკაციაში, კიდევ უფრო ზრდის თიბისის მომსახურებაზე წვდომის არეალს. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ბრენდის საუკეთესო გამოცდილების შექმნას სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია Glovo-სთან თანამშრომლობა და ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე ერთობლივი ზრუნვა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„Glovo, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, გამუდმებით სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს, რათა მათი ცხოვრება, კიდევ უფრო გაამარტივოს. თიბისი ქართულ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ, Glovo-ს აპლიკაციაში, TBC Services-ის დამატება, მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს ბევრ საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო მომსახურებასა თუ სერვისს შევთავაზებთ,“ - საბა მჭედლიშვილი, Glovo-ს ფინანსური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ თიბისის მომხმარებლებს გლოვოს აპლიკაციაში მუდმივად დახვდებათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები, წამახალისებელი აქტივობები და საერთო მარკეტინგული პროექტები. ამ მიმართულებით უკვე 2 კამპანია წარმატებით განხორციელდა და უახლოეს მომავალში მომხმარებლები აპლიკაციაში ახალ შეთავაზებებს იხილავენ.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება და თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. თიბისი, არსებობის 30 წლის მანძილზე, მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი, მხარდამჭერი და თანამოაზრე გახდა, რომელიც გაციფრულებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება. ამ საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ თიბისი და Glovo და ახლა უკვე, თიბისის სერვისები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა - Glovo App-ში გახდა ხელმისაწვდომი.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები