სოც. მედია
საზოგადოებაზე განაწყენებული ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის წერილი
2016-03-16 13:34:13
"რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ასეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.
თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: "მართალია, დანაშაულია რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..." მაინტერესებს გულით, სიტყვა "დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში სადაც ერთერთი მომდევნო სიტყვა არის "მაგრამ." არ არსებობს მიზეზი რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.
ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.
მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?" წერს ნატალია პეტრიაშვილის სოციალურ ქსელში
კომენტარები