1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისა და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას.

ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს  პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი.

რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს  ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც თიბისის საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს  ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისწვდომობის ზრდას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, თიბისი ბანკთან. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას  საქართველოში.” -ამბობს EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი.

„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და EBRD-ს შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობა შედგა.  აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს გავიმყაროთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით წამყვანი პოზიციები და განვაგრძოთ იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობებში ჩართული  ბიზნესების ხელშეწყობამინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება“. -აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში. პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს  რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში.

 EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...