1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კლინიკა GGRC - მა ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან თანამშრომლობა დაიწყო

საქართველოს ბანკი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის  ცენტრი GGRC საქმიანობის გაფართოების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით ახალ პარტნიორებს იზიდავს.

 

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით კლინიკის შეძენა და გარემონტება. დღეს კი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან. აღნიშნული ქვეყნებიდან კომპანიები პაციენტებს ამისამართებენ ჩვენს კლინიკაში, რომლებსაც გამოკვლევები და მოთხოვნის შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით  კლინიკებთან და სამედიცინო ტურიზმის კომპანიებთან სამომავლო გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. კომპანიის გაზრდილი შემოსავლების საფუძველზე კი შიდა ფონდის საშუალებით უფრო მეტ ქართველ პაციენტს ვეხმარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დამფუძნებელმა და კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ.

 

„მოხარული ვართ, რომ გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თავდაპირველად, ჩვენი მხარდაჭერით კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც პირველი კონტრაქტი იყო მათთვის. ამან კი დიდი წარმატება და სარგებელი მოუტანა კლინიკას. პროექტის ჯამური ღირებულება 780 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 600 000 ევროა. ასევე, EBRD პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი, რომლის ოდენობაც 350 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია ახალი კლინიკისთვის სამედიცინო ტექნიკისა და ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრი აქტიურად არის ჩართული სფეროს განვითარებაში.  GGRC-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ კლინიკებში ხშირად ტარდება უფასო კონსულტაციები, სემინარები და კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბის. კლინიკა სამომავლოდ  ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. დღეის მონაცემებით რეპროდუქციულ ცენტრს ორმოცდაათი თანამშრომელი ჰყავს და დამატებით კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები