0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლელა წურწუმია რუსეთის საელჩომ შავ სიაში შეიყვანა

ჩამოტვირთვა

მომღერალი ლელა წურწუმია რუსეთის საელჩოს შავ სიაში მოხვდა - ამის შესახებ განცხადება წურწუმიას პროდიუსერმა და მეუღლემ, კახა მამულაშვილმა "პირველი რადიოს" ეთერში გააკეთა. მამულაშვილის თქმით, ბოლო 6 წელია ლელა წურწუმიამ რუსეთის ფედერაციიდან რამდენიმე მოწვევა მიიღო, თუმცა გამგზავრებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ საელჩო მას ვიზას არ აძლევს. რუსეთიდან ძალიან დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რატომ არ აძლევენ მომღერალს ვიზას. ალსუს მეუღლე წურწუმიას ოფიციალურად ეპატიჟებოდა და ვერც მან მოახერხა სავიზო უზრუნველყოფა. თბილისში რუსეთიდან გადმოცემულია შავი სია, რომლითაც საელჩო ხელმძღვანელობს, მაგრამ რატომ მოხვდა ლელა ამ შავ სიაში, გაუგებარია - განაცხადა დღეს "პირველი რადიოს" ეთერში კახა მამულაშვილმა. წყარო-„პირველი რადიო“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები