1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარ საქართველო“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ პარტნიორია

500-ამდე ფოტოგრაფის ნამუშევარს შორის Volvo-ს ვინტაჟურმა ავტომობილმა საგამოფენო დარბაზში დეკორატიული ხელოვნების შტრიხები შეიტანა და მას შვედური ელფერი შესძინა. წელს პირველად „ვოლვო ქარ საქართველო“ საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორია. 

თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ ფესტივალზე კომპანიამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოდელი Volvo P1800 წარმოადგინა. ამ კონტრასტული ტანდემით გაიხსნა „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელსაც წელს უკვე 21 წელი შეუსრულდა. 

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ თანამშრომლობის პირველი წელია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პარტნიორობა შედგა. საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ფოტოხელოვანების საყვარელი ფესტივალია, და „ვოლვო ქარ საქართველოს“ ბევრი საერთო აქვთ: თანამედროვეობის, კლასიკურისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც ამ ყველაფრის ფოტოკადრში მოქცევა შეუძლიათ. ფოტოგრაფია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მიმართულებების ჩამონათვალში აქამდე არ ყოფილა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ამ დარგსაც გვერდით დავუდექით“.

„ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ზე“ „ვოლვო ქარ საქართველომ“ თავისი რჩეულიც გამოავლინა. შვედური ბრენდის წარმომადგენელმა სპეციალური პრიზი ფოტოგრაფ დათო ქორიძეს გადასცა ნამუშევრისათვის სახელწოდებით „სად ხარ“. 

 

„ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელშიც წელს ხელოვანები 45 ქვეყნიდან ჩაერთნენ, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ექსპოზიციებით გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში დაასახელა. 

ფოტოკონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებას.დააახლოოს ადგილობრივი და უცხო ქვეყნების არტისტები. გამოცდილების გასაზიარებლად კი „ქოლგა თბილისი ფოტო“ ერთგვარ პლატფორმად იქცა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ამ საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი ფესტივალისათვის სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც ვოლვოა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ არაკომერციული ღონისძიებაა, კერძო სექტორის ჩართულობა კი უფრო დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, სულ უფრო მეტ ხელოვანს მივცეთ შანსი, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს როგორც კოლეგებს, ისე ფართო საზოგადოებას, დამთვალიერებელს“. 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 4 მაისს გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საერთაშორისო ფოტო კონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს მოიცავს. საერთო ჯამში, 440 ხელოვანის მიერ 726 ფოტო პროექტია წარდგენილი. 

ფესტივალი 13 მაისს დავით სულაქველიძის გამოფენით - „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ - დაიხურება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...