თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს სალიზინგო ბაზრის წამყვანი ორგანიზაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს აშშ-ს აუქციონებზე სასურველი ავტომობილის შეძენასა და საქართველომდე ტრანსპორტირებას.
„თიბისი ლიზინგისთვის ავტოინდუსტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი პორტფელის ფაქტობრივად 20%, 60 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებული აქტივით სწორედ ამ სექტორზე მოდის. მეორეს მხრივ, მზარდია ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისა და იმპორტის ტენდენცია, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებითაც გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება. კავკასიის ავტოიმპორტის 18 წლიანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებითა და ჩვენი გუნდის ჩართულობით, შეიქმნა ახალი, მოქნილი პროდუქტი, რომლითაც უცხოეთში არსებული ავტომობილის ღირებულების 80% ვაფინანსებთ, ადგილზე ჩამოსვლის შემდგომ კი უზრუნველყოფის საგნად აქტივს ვიღებთ, რაც აღნიშნული პროდუქტს სიმარტივეს სძენს“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
„კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა და რეგიონში უმსხვილესი ავტოიმპორტიორია. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით 6-ქვეყნის მასშტაბით. 18 წლის მანძილზე ჩვენ 500 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ. კომპანია 2018 წლიდან Copart-ის ოფიციალური პარტნიორია, რამაც დიდი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და კიდევ უფრო გაამარტივა წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე. კავკასიის ავტოიმპორტსა და თიბისი ლიზინგს შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგად, შეიქმნა რეგიონში უპრეცედენტო და მარტივი დაფინანსების პროდუქტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო პირობებით შეიძინოს ავტომობილი აშშ-ს ავტოაუქციონებზე, რაც მთავარია საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.“ - ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.
თიბისი ლიზინგის შესახებ: „თიბისი ლიზინგი“ საქართველოში „თიბისი ჯგუფის“ წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 2300 კლიენტით არის წარმოდგენილი. კომპანია ბაზრის 76%-იან წილს ფლობს და მართავს 330 მილიონი ლარის პორტფელს, რითიც სალიზინგო ბაზრის ლიდერია საქართველოში.
კავკასიის ავტოიმპორტის შესახებ: კავკასიის ავტოიმპორტი, 2004 წელს დაარსდა და 18 წელია, კომპანიას ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცის იკავებს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის 23 დეპარტამენტი და 700-მდე პროფესიონალი თანამშრომელი კერძო პირებსა და დილერებს წვდომას აძლევს აშშ-ს საავტომობილო ბაზარზე, უზრუნველყოფს ავტომობილების შესყიდვასა და მათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას. კომპანია ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები