თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
თიბისიმ კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო ფინანსების მიმართულებით. ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა, რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავენ. გამარჯვებულები სან-ფრანცისკოში კონგის რიგით მეხუთე სამიტზე დასახელდნენ.
„ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. თიბისის მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსურ ტექ ტრანსფორმაციას გავდივართ. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა კომპანიისთვის. ვაგრძელებთ, უახლესი საერთაშორისო პრაქტიკების და გადაწყვეტების შემოტანას ჩვენს ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება.“აცხადებს ბიბი მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
Kong-ის გადაწყვეტის დანერგვამ თიბისიში ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა. თიბისის სხვადასხვა სისტემების და გუნდების ჩართულობისთვის სჭირდებოდა მოძველებული მიდგომების შეცვლა და უფრო მოქნილი პროგამული უზრუნველყოფის დანერგვა. ყოველწლიური API ინოვატორის ჯილდო გამოარჩევს კონგის ეკოსისტემაში ჩართულ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ ორ მხარეს აკავშირებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Konnect, Kong Enterprise, Kong Gateway, Kuma და Insomnia.
„ციფრული ეკონომიკისთვის ინოვაციების შემოტანა ადვილი საქმე არ არის. შთამაგონებელია თუ შევხედავთ, როგორ აითვისეს წლევანდელმა API Innovator Awards-ის გამარჯვებულებმა API-ები და მიკროსერვისების ინფრასტრუქტურა ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მოხარულნი ვართ, წარმოვაჩინოთ და დავაჯილდოვოთ ეს ადამიანები და გუნდები” - ამბობს მარკო პალადინო, CTO და Kong Inc-ის თანადამფუძნებელი.
Kong არის ღრუბლოვანი API პლატფორმა,რომელიც API დეველოპერების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფი და ყველაზე მიღებული “API Gateway” პლატფორმა მსოფლიოში. Kong-ი სერვისები და გადაწყვეტები ფართოდ გამოიყენება როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე, Fortune 500-ში შემავალი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasdaq, PayPal, GE, Samsung, Expedia, GlaxoSmithKline, Rite Aid, Moderna, Wayfair და Verifone.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები