2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ციფრული შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) მეწარმე ქალებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობები შექმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესები, რომლებსაც სურთ მოაწესრიგონ და გააციფრულონ ბუღალტერია, სამი თვის მანძილზე, სრულიად უფასოდ შეძლებენ ისარგებლონ Nexia TA-ს მომსახურებით.

 

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო ვაძლიერებთ მცირე და საშუალო ზომის ბინზესებს და განსაკუთრებით იმ ბიზნესებს, რომელთა დამფუძნებლები (ან 50%-იანი წილის მფლობელები) ქალები არიან. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და Nexia TA-სთან ერთად ჩვენ შევქმენით ახალი ციფრული შესაძლებლობა ქალი მეწარმეებისთვის. ეს მათ დაეხმარებათ, ჰქონდეთ მოწესრიგებული ბუღალტერია, უკეთ დაინახონ მათი კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობა, ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებითა და წინასწარდამტკიცებული საკრედიტო ლიმიტებით. ასევე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გახადონ კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი. მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და Nexia TA-ს, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს შესაძლებლობებს ქალი მეწარმეებისთვის“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

„პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ ისეთ ქალ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესებს წარმატებით უძღვებიან“, - განაცხადა JICA-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ.

 

„პროექტის ფარგლებში, 10 კომპანიას გავუწიეთ მომსახურება, რომელსაც ქალები უძღვებიან. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება, მხარდაჭერა და ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვა, სულ უფრო აქტუალური ხდება. Nexia TA ყოველთვის მზად არის განახორციელოს პროექტები და აქტივობები, რომლითაც ქალები მოახდენენ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზებასა და ბიზნესების განვითარებას“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა, Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა.

 

ინფორმაციისთვის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისი საქართველოში 2017 წელს გაიხსნა. მას შემდეგ სააგენტო ჩართულია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ადამიანური რესურსების განვითარება, ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და გარემოს განვითარება. JICA-ს დღემდე განხორციელებული აქვს არაერთი საგრანტო პროექტი. JICA საქმიანობას ახორციელებს ველზე ორიენტირებული მიდგომით, ადამიანის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...