თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
საქართველოს ბანკი სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში, რიგით მე-10, საიუბილეო თბილისიმარათონი ჩატარდა.
ნახევარმარათონი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გაიმართა და სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. თბილისიმარათონი 3 გარბენისგან შედგებოდა: ნახევარმარათონი (21,097 კმ); 10 კილომეტრიანი გარბენი და ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ).
მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. მიზანი იდენტურია - ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ წლევანდელ ბენეფიციარს - ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს.
„ამ დრომდე ქვეყანაში არსებული ყველა ცენტრი მხოლოდ 16 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას ემსახურება. 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ფერადი ქალაქი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აშენებენ, რეგიონალური მასშტაბის პროექტია, სადაც ბენეფიციარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს განივითარებენ“,- აცხადებენ თბილისიმარათონის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. სულ გარბენში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა 47 ქვეყნიდან და 600- მდე ბავშვმა.
2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდა.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები