თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში, ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბინადარი ლისზე" 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ ბლოკი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. -1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, ხოლო I სართული ეთმობა კომერციულ ფართს. ჯამურად სარეალიზაციო ფართი 10 000კვ.მ-ს მოიცავს.
„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ ბანკთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პროექტი დავასრულეთ. მათ შორის „ბინადარი ჟვანიაზე“. აღსანიშნავია, რომ ბანკის დახმარებით კომპანიამ შეძლო, პანდემიის დროს, 2 წლიანი პერიოდი ისე გაევლო, რომ შეენარჩუნებინა დასაქმებული ადამიანები და არ გაეჩერებინა მშენებლობის პროცესი. ბინადარს გამოარჩევს ის რომ ბრენდის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღებას მივიპყრობდით, ერთმნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“,- განაცხადა გიორგი ტალახაძემ, კომპანიის დირექტორმა.
„ყოველთვის სასიამოვნოა, როა ჩვენს პარტნიორთან ერთად ახალი პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. სწორედ ასეთი პროექტია „ბინადარი ლისზე“. კომპანია არასდროს ჩერდება და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას უკვე აქვს სამომავლო გეგმა და ეს არის ახალი საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა ისანში - „ბინადარი ისანში“; ახალი პროექტი „ბინადარი საირმეზე“ და „ბინადარი ვერაზე“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ „ბინადარის“ განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები