0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack- ს სთავაზობს

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლირებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა. მომხმარებელი, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს https://bit.ly/39xB4Od-დან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნეს ბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ თვეზე.

 

თითოული თვის Cashback-ი იმ პლასტიკურ ან ციფრულ ბიზნესბარათზე ჩაირიცხება რომელსაც მომხმარებელი ონლაინანგარიშის გახსნის პროცესში მიუთითებს.თანხა შესაბამისი საანგარიშო თვის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.

 

შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

Cashback-ით სარგებლობისთვის საჭიროა:

 

·         ბიზნესმა ვებგვერდებიდან https://bit.ly/39xB4Od დისტანციურად გახსნას ანგარიში;

·         რეგისტრაციის პროცესში შეუკვეთოს Mastercard ბიზნეს ბარათი (ფიზიკური/ციფრული)

·         Mastercard ბიზნეს ბარათით შეასრულოს ნებისმიერი მოცულობის გადახდები ეროვნულ ვალუტაში.

 

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას,  ანგარიშის ონლაინ გახსნის შემთხვევაში, მისთვის სასურველ ბიზნესბარათზე დაიბრუნოს თვის განმავლობაში გახარჯული თანხის 20%. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ბიზნესის საჭიროებებს, რათა ახალი შეთავაზებებით, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

Cashback-ის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3b7xKd7

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...