1 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში 40-ზე მეტი ადამიანის გვამია ნაპოვნი მიტოვებულ სატვირთო ავტომანქანაში

ამერიკის ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოსთან, მიტოვებულ სატვირთო ავტომანქანაში აღმოაჩინეს სულ მცირე 46 ადამიანის გვამი. გარდაცვლილები სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ, თუმცა, მათ ეროვნებას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანით არალეგალურად გადაჰყავდათ მექსიკელი მიგრანტები.

ავტომანქანაში, სადაც არც კონდიცირება იყო და არც სასმელი წყალი, მძიმე მდგომარეობაში ნახეს ცოცხლად გადარჩენილი 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სითბური დარტყმა და გაუწყლოება აქვთ. 27 ივნისს, სან-ანტონიოში ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსს აჭარბებდა.
 შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მაშველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიიღო შეტყობინება ნახევრად ღია სატვირთო ავტომანქანის და მის მახლობლად ადამიანის გვამის შესახებ. სან ანტონიოს პოლიციის ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს. ამ ეტაპზე დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები