0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წაღებულია 7 000 ლარი - საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი ცემეს და დააყაჩაღეს

შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი, ნოდარ დავითაძე ცემეს და დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მას ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა მოსახლეობისთვის გასანაწილებელი პენსია, 7 000 ლარი წაართვა.

ნოდარ დავითაძეს პენსიონერებისთვის თანხა შუახევის სოფლებში საკუთარი მანქანით გადაჰქონდა.

სოფლებში პენსიონერებისათვის ანაწილებდა პენსიას, საკუთარი ავტომანქანით, სოფელ ჩანჩხალოში გაანაწილა პენსია, გადადიოდა შემდეგ სოფელში, სადაც ორმა ნიღბიანმა გააჩერა, გადმოიყვანეს, ხეზე მიაბეს, სასტიკად ცემეს, წაართვეს 7 000 ლარი, - ამბობს ადგილობრივი.

დაზარალებული შუახევის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები