2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ადგილობრივმა დარაჯმა სათვალთვალო კამერები მოხსნა და ჩანაწერების გაყიდვას აპირებდა - შაქარაშვილის საქმე

კიდევ ერთი ახალი დეტალი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - ირკვევა, რომ შპს "ელდორადოს" დარაჯმა თვითნებურად მოხსნა სათვალთავლო კამერები, ამოიღო ჩანაწერები და მკვლელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაყიდვას აპირებდა. მეტიც, დარაჯი, რომელმაც მტკიცებულებებით ღია ვაჭრობა გამოაცხადა, ცხოვრობს შემთხვევის ადგილას - იქ, სადაც ჩერდებიან აღნიშნული მანქანები, სადაც იწყება დევნა და სადაც დაიმალა ფოტოგრაფი. 

ერთ-ერთი კამერა, რომელიც დარაჯმა მოხსნა, პირდაპირ უყურებდა იმ ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები გარბოდნენ. ჩანაწერები უკვე საგამოძიებო უწყებამ წაიღო.

დარაჯის, ნუგზარ ოთარაშვილის თქმით, მან ვიდეოკამერები მოხსნა, რადგან უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო. ვინაიდან დარაჯს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, იგი ჩანაწერების გაყიდვას გეგმავდა.

ნუგზარ ოთარაშვილის დაკითხვის დეტალები შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია შეტანილი. დარაჯი გამოკითხვისას ამბობს, რომ მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.

"ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილიიყო 2020 წლის 18-19 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვაპირებდი მათ გასხვისებას, რადგან ჩემთვის უცნობი იყო, რომ მე არ შემეძლო მათი გასხვისება," - წერია გამოკითხვის ოქმში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები