1 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" სპეცოპერაციის დროს, ლიკვიდირებული იყო აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები "- თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

   თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავიდ მაყიშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს,მისი ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ლიკვიდირებული იყო აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები 

   შეგახსენებთ, რომ ჩატაევი   28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, მაშინ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

   ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობდა და ითვალისწინებდა სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას, თუმცა 2012 წლის 6 დეკემბერს ის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.. მაშინთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეუცვალა 5000- ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები