1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

 

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი  სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით  დაიწყო. 

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს სწავლებას კომპანია სრულად უფინანსებს.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში მათი ცხოვრების ხარჯებსაც თეგეტა ფარავს. 

პირველ სატრენინგო დღეს მომავალ თანამშრომლებს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტური მოუწყეს და სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი დაათვალიერებინეს.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენმა ჰოლდინგმა მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. თეგეტა აკადემიის ტრენინგების  საშუალებით თბილისში წარმატებით მომზადდა ასობით ახალი კადრი საავტომობილო სფეროსთვის. ამჯერად დასავლეთ საქართველოს ფილიალებისთვის ტრენინგები ბათუმის აკადემიაში იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიელები სტაჟირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ბათუმის, ქუთაისის და ფოთის სერვისცენტრებში გადანაწილდებიან. 

განსაკუთრებით გვახარებს დაინტერესება ქალების მხრიდან. ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდს რეგიონებში 5 ქალი შეემატება“ - მარიამ ჩოხელი,თეგეტა მოტორსის“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების HR ბიზნეს პარტნიორი.

---

ავტორიზებული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტო მომსახურების სფეროსთვის. თეგეტა აკადემიის ტრენინგ-კურსებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...