1 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია - „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ჩატარდა.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.

 

ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

 

„ჩვენი პარტნიორის - თიბისის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას“, - გიორგი აბრამიშვილი, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. თიბისის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული - ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში თიბისის ჯამური პორტფელი - 800 მლნ ლარამდე, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ღონისძიება კომპანიებთან - Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...