შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
ერთი წლის წინ, პანდემიის პერიოდში მამა-შვილს, რაჟდენ და თამარ გარუჩავებს გაუჩნდათ იდეა, რომ თავისუფლების მოედანზე რესტორანი გაეხსნათ, სახელის შერჩევაში ადგილმდებარეობამ თავისი როლი ითამაშა და ერთი წლის თავზე თბილისს, კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი, სახელად „თავისუფლება“ შეემატა.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაუსინჯოს თავისუფლებას გემო,“ - ამბობს თამარ გარუჩავა, რომელმაც თავის თავზე ისეთი საპასუხისმგებლო საქმე აიღო, როგორიც რესტორნის დიზაინია, ამისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე წამყვანი კომპანიის პარტნიორები გახდნენ. ავეჯი, ჭურჭელი, სამზარეულოს ტექნიკა და რესტორნისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი ისეთ ცნობილ იტალიურ და გერმანულ ბრენდებს ეკუთვნის, როგორიცაა Pedrali, Sambonet – Paderno, Virtus, Eicholtz.
მანამდე კი იყო ბევრი საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება, შედეგად რესტორან „თავისუფლების“ პროექტმა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სუბსიდირება მოიპოვა და თიბისის ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. შემდეგ კი იყო გარუჩავების ოჯახის თავდაუზოგავი შრომა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.
თამარი, რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობს, დროებით სამშობლოში დაბრუნდა და მთლიანად ახალი საქმით დაკავდა. „ოჯახთან ერთად ბიზნესის კეთება, თანაც როდესაც ჰორეკას სფეროში გამოცდილება არ გაქვს, ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა“.
რესტორნის გახსნაში დიდი როლი აქვს თამარის ძმას, ნიკა გარუჩავას, რომელიც იმასთან ერთად რომ ჰოლანდიაში ცხოვრობს და ამსტერდამში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პროგრამისტია, შესანიშნავი გურმანიც აღმოჩნდა. ნიკამ მენიუს შერჩევაში და სამზარეულოს გამართვაში მთელი ძალისხმევა ჩადო, მისი დამსახურებაა, რომ „თავისუფლებაში“ ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს მდიდარი და საინტერესო კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელსაც ახალი თაობის მთავარი შეფი ზურა ჩაჩანიძე მოგიმზადებთ. „თავისუფლების“ დესერტიც განსაკუთრებულია, როგორც ნიკა გარუჩავა ამბობს, „აქაური დესერტები ცხოვრებას ცვლის“ და ეს ყველაფერი პარიზელი კონდიტერის რომან ბერნარდის დამსახურებაა.
რესტორანს ერთდროულად 250 ადამიანის მიღება შეუძლია, ამისთვის რამდენიმე განსხვავებული სივრცეა: ტერასა, სავახშმო ადგილი და 11 მეტრიანი ბარი. „თავისუფლებაში“ არის ასევე წვეულებების ოთახი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ დაბადების დღე ან ნებისმიერი სხვა დღესასწაული აღნიშნოთ.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები